რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება - Palitra News

რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება

2026-08-30 12:48:53+04:00

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასობრივი თავდასხმებისთვის ემზადება, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად, შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასობრივი დარტყმების მომზადება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ, კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსზე თავდასხმების საპასუხოდ“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, რუსულმა არმიამ წუხელ იერიში მიიტანა აზბესტ-ცემენტის ქარხანაზე, რომლის საწყობებშიც განთავსებული იყო უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი საბრძოლო მასალების მწარმოებელი კომპანია „ჭკვიანი საბრძოლო მასალების“ ასაფეთქებელი ნივთიერებები.