გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

2026-08-30 13:05:19+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტატო ირემაძემ ახალგაზრდებს უწყების საქმიანობის, სპეციფიკისა და მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ხაზი გაესვა ახალგაზრდების აქტიურ როლს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციაში. ღონისძიებების მიზანი მომავალ თაობაში ეკო-ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდაა.