ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - Palitra News

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

2026-08-30 16:58:41+04:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა. ხანძრის განმომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სავარაუდოდ, ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე რამდენიმე მანქანა დაზიანდა. ამ დროისთვის, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ აფეთქების ძლიერი ხმა ისმოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველები ადგილზე იმყოფებიან და ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.