ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა - დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი - Palitra News

ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა - დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი

2026-08-30 17:02:09+04:00

ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და შენობა-ნაგებობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.