საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 15 წლის გოგო ემსხვერპლა - Palitra News

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 15 წლის გოგო ემსხვერპლა

2026-08-30 19:15:30+04:00

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 15 წლის გოგო ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ თულარში, იადიგაროვების ოჯახში უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ეზოში მოწყობილ ე.წ. საქანელაზე იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, რკინის კონსტრუქციის თოკი გოგონას კისერზე შემოეხვია. ოჯახის წევრებმა კი გოგონა უკვე გარდაცვლილი ნახეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.