ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორნის ჩაძირვის შედეგად, რომელსაც 270-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გადაჰყავდა, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კვიპროსის პრემიერ-მინისტრმა უნალ უსტელმა თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო არხ TRT-ს განუცხადა, რომ დაახლოებით 237 ადამიანი გადაარჩინეს, 24 ადამიანის ძებნა კი გრძელდება.
უსტელის თქმით, ბორანს არასასურველი ამინდის პირობებში მოუწია გადაადგილება და გამგზავრებიდან სულ რაღაც 15 წუთში წყალში ჩასვლა დაიწყო და კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროზე, დიანას სანაპიროსთან ჩაიძირა.
ბორანი კირენიას პორტიდან მერსინის პროვინციაში მდებარე თურქეთის პორტ ტასუჯუსკენ მიემართებოდა.