საჩხერეში თევზაობის დროს კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა - Palitra News

საჩხერეში თევზაობის დროს კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

2026-08-30 19:22:07+04:00

საჩხერეში თევზაობის დროს კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.