„ქართული ოცნება“ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოქმედებებს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებად აფასებს. ამ თემაზე განცხადებები ლევან მაჭავარიანმა და შალვა პაპუაშვილმა გააკეთეს.მაჭავარიანის შეფასებით, ოპოზიციამ, მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა ქვეყანაში რევოლუციური პროცესების გამოწვევა არაერთხელ სცადეს.მისივე თქმით, მსგავსი მოვლენები განსაკუთრებით გააქტიურდა 2020 წლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე. პროცესებში, მაჭავარიანის შეფასებით, უცხოელი აქტორებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.მის შეფასებებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს მაშო დიასამიძე გაეცნო.