აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ვალერია კირლიუკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.გამოძიების ცნობით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს და ორივე შეუძლოდ გახდა. უწყების ინფორმაციით, ქალმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბუავა დატოვა, ბინის კარი გარედან ჩაკეტა და იქაურობას გაეცალა.კირლიუკი 29 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის შესაძლო ფაქტზეც მიმდინარეობს.