რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასევე განიხილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კვლავ გაერთიანების საკითხი.რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტის შექმნა რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა. თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა მან ცოტა ხნის წინ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორ ეხმაურებიან ამ თემას პოლიტიკური მხარეები და კიდევ რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ.