2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურასთან გამოძიების განახლებასა და საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. როგორც ოჯახის წევრებმა აქამდე განაცხადეს, ისინი უწყებასთან ყოველ ორშაბათს შეიკრიბებიან და საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ, თუმცა პროკურატურა ამ მოთხოვნას არ იზიარებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და შესაბამისად, გამოძიების თავიდან დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.