საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე თბილისში და ოთხ რეგიონში აღინიშნა - Palitra News

საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე თბილისში და ოთხ რეგიონში აღინიშნა

2026-08-31 12:21:05+04:00

საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე თბილისში და ოთხ რეგიონში აღინიშნა. ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.ღონისძიება თამარაშვილის ხეივანში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან გაიმართა. ყურადღება გამახვილდა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის ომის შედეგად დაკარგული ადამიანების მოძიების მნიშვნელობაზე.მსგავსი ღონისძიებები გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშიც ჩატარდა. მათ დაკარგულთა ოჯახის წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.საქართველოში აღნიშნული კონფლიქტების შედეგად დაახლოებით 1900 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. საერთაშორისო დღის მიზანი მათი ხსოვნის პატივისცემა და პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.