ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ მწვავდება. ვაშინგტონმა ირანის ტერიტორიაზე ახალი დარტყმა განახორციელა. ამერიკულმა ძალებმა ლარაკის კუნძულზე ორი გამშვები დანადგარი დაბომბეს.აშშ-ის ინფორმაციით, ობიექტები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ჰორმუზის სრუტეში რაკეტებისა და საზღვაო ნაღმების განთავსებისთვის უნდა გამოეყენებინა.თეირანმა საპასუხოდ იორდანიაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.დაპირისპირებას ეკონომიკური ზეწოლაც ემატება. ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს და აფრთხილებს სხვა ქვეყნებსაც, რომ თეირანთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას დამატებითი შეზღუდვები შეიძლება მოჰყვეს.