ნეპალის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად 700-ზე მეტი ცხედარია აღმოჩენილი - Palitra News

ნეპალის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად 700-ზე მეტი ცხედარია აღმოჩენილი

2026-08-31 12:24:43+04:00

ნეპალსა და ჩინეთს ტიბეტის რეგიონს მასშტაბური სტიქიის შედეგებთან გამკლავება უწევთ. ჰიმალაის რეგიონში მყინვარის ჩამოშლას წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა, რამაც დასახლებებსა და ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა. ნეპალის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად 700-ზე მეტი ცხედარია აღმოჩენილი. 200-ზე მეტი ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. მათ შორის 591 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.მაშველები განსაკუთრებით იმ ადამიანების პოვნას ცდილობენ, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში არიან ჩარჩენილი. ოპერაციაში სამხედროები და სამაშველო ჯგუფები მონაწილეობენ. მათ ინდოელი და ჩინელი სპეციალისტებიც ეხმარებიან.სტიქიით ათიათასობით ადამიანი დაზარალდა. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა, ახალი მეწყრების საფრთხე და მდინარეებში წყლის მატება ართულებს. ნეპალი საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.