სალომე სამადაშვილი - არაფერი უკეთ არ აღწერს, „ქართული ოცნების“ შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ - Palitra News

სალომე სამადაშვილი - არაფერი უკეთ არ აღწერს, „ქართული ოცნების“ შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ

2026-08-31 14:10:36+04:00

არაფერი უკეთ არ აღწერს, „ქართული ოცნების“ შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ,- ამის შესახებ განცხადებას „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და იმ თემებს აანალიზებს, რომლებზეც ბრიფინგის მიმდინარეობისას პაპუაშვილმა ისაუბრა.

სამადაშვილმა პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც დასავლურ ქვეყნებს მიემართებოდა, ასე შეაფასა: ძველი და დაფხაჭნილი ფირფიტა“

„1. ძველი და დაფხაჭნილი ფირფიტა უცხოელების აგენტურაზე... სახეზე აწერია, რომ თავადაც არ სჯერა, ან როგორ დაიჯერებს, 20 წელი გერმანიის „აგენტად“ ნამსახურები კაცი.

2. „მამუ“აღარგვყავს, ამიტომ, აღარცრეგიონებისდაარცძალოვანიუწყებებისკოორდინატორიაღარგვჭირდებაო.

3. ხო, და „გრანდიოზულ“ რეფორმას ვატარებთ განათლების სფეროშიო - ჩინური პოლიესტერის ფორმებით, სკოლის ნაცვლად ასაწყობ კონტეინერებში დაპატიჟებულ მოსწავლეებს, „დენიკინის“დროინდელი მეთოდით კი, არამოთხოვნად სპეციალობებზე ნაკლები ქულების მქონე აბიტურიენტების ჩარიცხვას გულისხმობდა აქ, ისე, რომ იცოდეთ.

ამიტომაც გადაწყვიტა მისმა მეგობარმა, ჯერ რომ ისევ პრემიერად მიიჩნევს თავს, გაეროში წელს თავად წავიდეს, იცის, მისი ბოლო შანსია, გაეროს ტრიბუნაზე დადგეს.

ბიძინას რეზიდენციაშიც უნდა აღწევდეს წესით ამ გახრწნის პროცესის ერთობ უსიამოვნო სურნელი“, - განაცხადა სამადაშვილმა.