თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს - Palitra News

თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

2026-08-31 15:09:01+04:00

თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას სხვადასხვა ნივთიერება ამოიღეს. მათ შორის იყო „მეთადონი“, „მეფედრონი“, „მდმა“, „კლეფედრონი“ და „კეტამინი“.სამართალდამცველებმა ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალებიც აღმოაჩინეს. გამოძიება სსკ-ის ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს და აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.