რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა აღარ შეიქმნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე ინფორმაციით, ხელისუფლება ამ ეტაპზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანების საკითხსაც განიხილავს.რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა მან ცოტა ხნის წინ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.პაპუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო მინისტრის პოზიცია თავდაპირველად სწორედ მდინარაძის გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით იგეგმებოდა. მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კი ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა.კიდევ რას ამბობებ ამ საკითხზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები და როგორია ოპოზიციონერთა შეფასება.