„ქართული ოცნება“ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების მოქმედებებს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს. ამ საკითხზე ლევან მაჭავარიანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ისაუბრეს.მაჭავარიანის შეფასებით, ოპოზიციური ძალები, მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები ქვეყანაში რევოლუციური პროცესების გამოწვევას არაერთხელ შეეცადნენ. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით 2020 წლის ბოლოს გააქტიურდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე. მაჭავარიანი პროცესებში უცხოელი აქტორების მონაწილეობაზეც მიუთითებს.მის შეფასებებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეუერთდა.