სექტემბრის პირველ ნახევარში აბიტურიენტებს დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა.რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ თავისუფალ ადგილებზე გამოცხადდება. სარგებლობა იმ აბიტურიენტებს შეეძლებათ, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს.მიქანაძის ინფორმაციით, გამონაკლისი მხოლოდ წელს იმოქმედებს. გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების რეფორმის დაწყებითა და მიმდინარე წლის გარდამავალი პერიოდით არის განპირობებული.ინიციატივით 1795 აბიტურიენტი ისარგებლებს. მინისტრის თქმით, წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლა სრულად დაუფინანსდება. ხელისუფლება განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას მომავალშიც გეგმავს.