ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა. ირანული მედიის ინფორმაციით, ალ-მინჰადის ავიაბაზას ათობით დრონი დაესხა თავს. ბაზაზე ამერიკული ვერტმფრენებია განთავსებული.ირანის მხარე თავდასხმას აშშ-ის აგრესიაზე საპასუხო მოქმედებად აფასებს. ირანული მედიის ცნობით, მანამდე აშშ-ის მიერ კუნძულ ლარაკზე განხორციელებულ დაბომბვას სამხედროები და სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ.ირანის არმიის განცხადებით, ალ-მინჰადის ბაზა უცხოური ძალების მხარდაჭერისა და საჰაერო ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ცენტრია.მანამდე ირანმა იორდანიაში მდებარე მეფე ჰუსეინისა და ალ-აზრაკის სამხედრო ავიაბაზებზეც განახორციელა კომბინირებული სარაკეტო და დრონებით შეტევა.