აშშ-ის გრანდ-კანიონში წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 15 ადამიანი დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება - Palitra News

აშშ-ის გრანდ-კანიონში წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 15 ადამიანი დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება

2026-08-31 15:16:24+04:00

აშშ-ის გრანდ-კანიონში წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 15 ადამიანი დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება. სტიქია 29 აგვისტოს დაიწყო.სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ტერიტორიიდან ვერტმფრენებით 62 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.წყალდიდობამ რამდენიმე მონაკვეთში მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დაიკეტა ბილიკები და წყალმა ხიდებიც წაიღო. აშშ-ის ეროვნული პარკის სამსახური ტურისტებსა და ადგილობრივებს აფრთხილებს, რომ ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის საფრთხე კვლავ არსებობს. ამან შესაძლოა ახალი წყალდიდობები, ღვარცოფები და კლდეზვავები გამოიწვიოს.გრანდ-კანიონს ყოველწლიურად დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი სტუმრობს და ის აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკად ითვლება.