დონალდ ტრამპი ირანის მიერ აშშ-ის ბაზებზე იერიშებზე - ძალიან ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება - Palitra News

დონალდ ტრამპი ირანის მიერ აშშ-ის ბაზებზე იერიშებზე - ძალიან ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება

2026-08-31 18:00:41+04:00

ირანის მიერ აშშ-ის ბაზებზე თავდასხმას ძლიერად ვუპასუხებთ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ს გააკეთა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მიერ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიშებს პასუხი მოჰყვება.

„მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. პასუხი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანს შეთანხმების მიღწევის მიზნით შეხვედრა სურს.

„თუმცა, არ ვიცი მათთან შეთანხმებაზე იმედის დამყარება შეიძლება თუ არა. სანქციები ძალიან ძლიერად მოქმედებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.