დაღუპულთა რაოდენობამ ნეპალსა და ტიბეტში 900-ს გადააჭარბა, 4 700-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება - Palitra News

დაღუპულთა რაოდენობამ ნეპალსა და ტიბეტში 900-ს გადააჭარბა, 4 700-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება

2026-08-31 20:22:10+04:00

ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ნეპალსა და ტიბეტში 900-ს გადააჭარბა, 4 700-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. რეგიონს ძლიერი მეწყერი და წყალდიდობა დაატყდა თავს.

სტიქიამ განსაკუთრებით მძიმე ვითარება ნეპალ-ჩინეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნა. მაშველები ამ ეტაპზე ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში სავარაუდოდ ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებს მნიშვნელოვნად აფერხებს ტალახი და დაზიანებული გზები. ამასთან, რეგიონში ახალი მეწყრებისა და წყალდიდობის საფრთხე კვლავ არსებობს.