„ნაციონალური მოძრაობა“ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე მამუკა მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე მამუკა მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

2026-08-31 20:35:45+04:00

„ნაციონალური მოძრაობა“ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე მამუკა მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს. ოპოზიციური პარტიის განცხადებით, შემთხვევიდან 1 წლის შემდეგაც უცნობია ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რიჟვაძემ თავი თავად დაიჭრა თუ მას ესროლეს.

პარტია ასევე ითხოვს პასუხს, იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის დროს საგარეჯოში მამუკა მდინარაძე. პარტიის წარმომადგენლის, მარიამ დოლიძის შეფასებით, სხვა პოლიტიკოსების განცხადებები საკმარისი არაა და განმარტება საზოგადოებას საგამოძიებო უწყებამ უნდა მისცეს.

პროკურატურის ვერსიით, 2025 წლის 7 ივლისს რიჟვაძემ ჭრილობები ალექსი ახვლედიანის იარაღით მიიყენა.