აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმე - რას ამბობენ ადვოკატები და პროკურორები - Palitra News

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმე - რას ამბობენ ადვოკატები და პროკურორები

2026-08-31 20:36:49+04:00

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის შეფასებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. ბრალდების მხარის განცხადებით, კირლიუკმა ბუავა მძიმე მდგომარეობაში დატოვა, ბინის კარი გარედან ჩაკეტა და პოლიციას მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.

ადვოკატი, ხათუნა ჩხაიძე პატიმრობის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავად კირლიუკი დუმილის უფლებას იყენებს.