ირაკლი კირცხალია - ვმუშაობთ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის დღეს არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით - ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ მოქალაქეზე - Palitra News

ირაკლი კირცხალია - ვმუშაობთ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის დღეს არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით - ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ მოქალაქეზე

2026-08-31 21:00:42+04:00

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ქონებისგადასახადის ზღვარი გაიზრდება, რაზეც აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.

ირაკლი კირცხალიას თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ მოქალაქეზე.

„მინდა, გადაწყვეტილად დავაანონსო და ვუთხრა საზოგადოებას, ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ცვლილება იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. კერძოდ, ვამუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში ფიზიკურ პირებთან მიმართებით დღეს უკვე არსებული ზღვარი რაცაა, რაც შემდეგ წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, უფრო დადებითი კუთხით, უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება.