რუსებმა კიევში რკინიგზის დეპოს შეუტიეს, დაღუპულია 7 ადამიანი - Palitra News

რუსებმა კიევში რკინიგზის დეპოს შეუტიეს, დაღუპულია 7 ადამიანი

2026-09-01 10:26:16+04:00

რუსებმა კიევში რკინიგზის დეპოსა და რკინიგზის სხვა ობიექტებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებიდან ექვსი „უკრზალიზნიცის“ თანამშრომლები არიან.

„ბალისტიკური რაკეტის დარტყმას შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან ექვსი ჩვენი თანამშრომელი იყო. ერთი კოლეგა დაშავებულია საავადმყოფოში - ჩვენი ხალხი ახლოსაა და ყველა საჭირო დახმარებას უწევს“, - განაცხადა „უკრზალიზნიცის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ პეცოვსკიმ.

„უკრზალიზნიცის“ ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები შედეგების აღმოსაფხვრელად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.