საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს გახსნის. რეგლამენტის მიხედვით, სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იწყება და დეკემბრის მესამე პარასკევს სრულდება.
საშემოდგომო სესიის დაწყებამდე, გუშინ, 31 აგვისტოს, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სესიის დაწყებასთან დაკავშირებით დეპუტატებს წარმატებული მუშაობა უსურვა.
მისივე განმარტებით, საშემოდგომო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვა იგეგმება. პაპუაშვილის ინფორმაციით, აქტიურად გაგრძელდება საპარლამენტო დიპლომატიაც. დაგეგმილია კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები.