ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძის გადადგომის საკითხზე საკუთარ პოზიციას რიგით მეხუთე წერილში, სწორედ დღეს გაავრცელებს. ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილი წერილების გამოქვეყნებას გააგრძელებს და ახალ გზავნილში მდინარაძესთან დაკავშირებულ საკითხს დეტალურად შეეხება.
ადვოკატის განცხადებით, ყოფილ პრემიერს მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები და ბრალდებების მასშტაბი მოულოდნელი აღმოჩნდა. გელაშვილის შეფასებით, ღარიბაშვილი იმედგაცრუებულია და მიიჩნევს, რომ მის მიმართ ცრუ ბრალდებები გავრცელდა.