საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ახალ პოლიტიკურ სეზონზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამოცანებსა და დღის წესრიგებზე, ასევე მათი რეალიზაციის შესაძლებლობებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტსა და პოლიტიკის ანალიტიკოს,ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომაც გაიმართა.
გრილი ზაფხულის მიუხედავად პოლიტიკური თვალსაზრისით ზაფხული საკმაოდ „ცხელი“ აღმოჩნდა. ვგულისხმობს მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
რადგან პოლიტიკური სეზონი პრაქტიკულად დაწყებულია, საუბარი უნდა დავიწყოთ, იმით, როგორი შედეგებით შეხვდა მმართველი „ქართული ოცნების“ გუნდი და ოპოზიცია ახალ პოლიტიკურ სეზონს და სავარაუდოდ რა დღის წესრიგი ექნება მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს.
მოდით, საუბარი დავიწყოთ, ქართული პოლიტიკის მთავარ, ორგანიზაციულად ძლიერი და მდიდარი „ქართული ოცნებით“, რომელსაც ზურგს ადმინისტრაციული რესურსი უმაგრებს.
რა შედეგებით და როგორ პოლიტიკურ ფორმაში შეხვდა ახალ პოლიტიკურ სეზონს „ქართული ოცნება“?
- „ქართულ ოცნებაში“ ბოლო დროს მიმდინარე პროცესები ქმნის განცდას, თითქოს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოხდეს.
მაგრამ, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს „ქართული ოცნების“ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. ამ ფაქტორს ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. თუ ივანიშვილი ფორმაშია, მაშინ ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, რა თქმა უნდა, მათი გაგებით, ამიტომ ახალ პოლიტიკურ სეზონზე ხელისუფლებისგან რაიმე ახალს და კარდინალურს არ ველოდები.
მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ახალ პოლიტიკურ სეზონზე გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც მას ჰქონდა გაზაფხულზე და ბოლო 5 წლის განმავლობაში.
თუ ივანიშვილი ფორმაშია, მაშინ ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, რა თქმა უნდა, მათი გაგებით, ამიტომ ახალ პოლიტიკურ სეზონზე ხელისუფლებისგან რაიმე ახალს და კარდინალურს არ ველოდებიის რომ პრემიერმა კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, არის მხოლოდ ილუზიების შექმნა მცდელობა, რომ თითქოს „ქართული ოცნება“, შესაძლოა, დაუბრუნდეს დასავლურ ვექტორს.
ვფიქრობ რომ „ქართული ოცნება“ ისეთივე ფორმაშია და ისეთივე გეგმები აქვს, როგორიც მას ბოლო პერიოდში ჰქონდა, ამიტომ მისგან რაიმე ახალის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
- ზაფხულის პერიოდში მმართველ გუნდში მოხდა მოვლენები, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადგილი ჰქონდა შიდა გარჩევებს.
მხედველობაში მაქვს ციხეში მყოფი ექსპ-პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან რაღაც ბუნტის მსგავსი. გარდა ამისა, ზაფხულში, ალბათ უფრო გაუგებრად და დრამატულადაც კი განვითარდა პროცესები მამუკა მდინარაძის ირგვლივ. სუს-ის უფროსად დანიშნული მდინარაძე 8 თვეში გენერალ-მაიორი გახდა, შემდეგ ითქვა რომ იგი უპორთველო სახ.მინისტრი იქნებოდა, იყო კიდეც, ცოტა ხანში დაანონსდა მისთვის სამინისტროს შექმნა.
ბოლოს, მდინარაძემ, რომელმაც წინა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში ადგილობრივ აქტივთან თათბირი ჩაატრა, მეორე დღეს განაცხადა რომ პოლიტიკიდან მიდის. ღარიბაშვილის „ბუნტთან“ და მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლამ იმაზე მეტი კითხვები გააჩინა, ვიდრე ეს მმართველ გუნდს ეგონა.
თუ ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ბევრი რამ მეტ-ნაკლებად გასაგებია, დარჩა შთაბეჭდილება რომ მდინარაძისთვის დაანონსებული სამინისტროს შექმნაზე საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლის ლიდერიც მდინარაძე იყო, კონსენსუსი არ შედგა.
თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველ გუნდში ამ ორ პერსონასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს?
- ძალიან საინტერესოა მდინარაძის აღზევება და დაცემა. ეს გარკვეულად აღძრავს ემოციებს და წარსულისკენ გვახედებს.
მდინარაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერაა მიღებული და მის სტილში ჯდება. პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილმა გააკეთა ვრცელი მოხსენება თუ რა კარგადააა ქვეყანაში საქმე და მეორე დღეს კი გადადგა.
დაახლოებით ასეთი რამ მოხდა მდინარაძესთან დაკავშირებითაც. მან სამეგრელო-ზემო სვანეთში თათბირი ჩაატარა და მეორე დღეს თქვა - პოლიტიკიდან წავედიო. ან მას სწორედ იქ უთხრეს ისეთი რაღაც, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა, ან გადაწყვეტილება მიიღო, არა გუნდმა, არამედ სხვამ.
პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი, ნაკლებად ადარდებს მდინარაძის აწმყო, წარსული თუ მომავალი. ზოგადად, ასე ჩანს, როცა „მავრმა გააკეთა თავისი საქმე“, ამის შემდეგ, „მავრი უნდა წავიდეს.“
სსრკ-ს ისტორიიდან გვახსოვს რომ რეპრესიების ჩატარება ნკვდ-ს ხელმძღვანლებს ბრალდებოდათ, არადა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია რომ თავად სტალინი აწერდა ხელს დახვრეტებს, დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თვლიან რომ ამას ბერია აკეთებდა და არა სტალინი. ივანიშვილი ცდილობს რომ მთელი ძველი ელიტის პატიმრობაზე ხელი შეახოცოს მდინარაძეს.
მდინარაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერაა მიღებული და მის სტილში ჯდება. პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილმა გააკეთა ვრცელი მოხსენება თუ რა კარგადაა ქვეყანაში საქმე და მეორე დღეს კი გადადგა. დაახლოებით ასეთი რამ მოხდა მდინარაძესთან დაკავშირებითაც. მან სამეგრელო-ზემო სვანეთში თათბირი ჩაატარა და მეორე დღეს თქვა - პოლიტიკიდან წავედიორაც შეეხება ღარიბაშვილის წერილებს ციხიდან. ღარიბაშვილმა დაინახა რომ მდინარაძის დაცურება მიდიოდა და ჰქონდა მცდელობა ამ პროცესში ჩართულიყო, მაგრამ, ისე, თითქოს, ამ პროცესში მდინარაძეა დამნაშავე და არა ივანიშვილი. ამაზე მეტყველებს მისი განცხადებები რომ „მისთვის ძვირფას ადამიანებს არაფერი დაუშავებიათ.“.
- ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ხელისუფლებას ოპონენტები ზოგი დაჭერილი ჰყავს, ზოგი ქვეყნიდანაა განდევნილი, შექნმნილია ვითარება, როცა ბიზნესი პარტიების დაფინანსებაზე უარს ამბობს. ზოგი ამბობს ისინი დაშინებული არიან.
პარტიების აკრძალვის თემა ჰაერშია დაკიდებული, ხელისუფლება მათი აკრძალვის მექანიზმს, როცა დასჭირდება, მაშინ აამოქმედებს. გარდა ამისა, ამის პარალელურად, მმართველ გუნდის ფრთებ ქვეშ ფუნქციონირებს „ხალხის“ ძალა,“ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ველზე ფუნძდებიან ახალი პარტიები, მაგალითად „ნეიტრალური საქართველო“ და ასე შემდეგ.
ვიდრე პოლიტიკური ოპოზიციის თემას შევეხებით, ალბათ უნდა ითქვას იმაზე, ახალ პოლიტიკურ სეზონის წინ ქვეყანაში როგორი პოლიტიკური გარემოა?
- ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ქვეყანაში რთული და მძიმე პოლიტიკური გარემოა.
ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადაობა მთლიანადაა ჭაობში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობები არსებობს, ხელისუფლებისთვის ფეთქებადსაშიში ვითარება არ არის.
სამწუხარო ისაა, თუ რა იქნება საშინაო პოლიტიკაში, მთლიანადაა მიბმული გარე ფაქტორებზე - უკრაინა-რუსეთის ომზე, ამერიკა-ირანის ომზე, ევროპისა და რუსეთის დამოკიდებულებაზე და იმ გარემოზე, რაც მსოფლიოში ხდება.
ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადოება მთლიანადაა ჭაობში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობები არსებობს, ხელისუფლებისთვის ფეთქებადსაშიში ვითარება არ არისარც იმას ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რომელიმე გარე ფაქტორზე რაიმე სერიოზული მოხდება და ეს ჩვენზე აისახება.
- ახალი პოლიტიკური სეზონის წინ პრესისთვის მოიცალა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მას პრინციპულად ახალი არაფერი უთქვამს, რადგან გაიმეორა თეზისები თავისივე რეპერტუარიდან. იგულისხმება ის რომ როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ევროპელებმა ვერ შეძლეს ქართველ ხალხზე ზემოქმედება, ამიტომ ევროპამ საქართველო ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც ის ახლაა.“, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას ხმა 1. 200 000 ადამიანმა მისცა.
გარდა ამისა, სპიკერმა კიდევ ერთხელ მოითხოვა აშშ-საგან საქართველოსთან „სუფთა ფურცლიდან“ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. მისივე მტკიცებით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობის „პოზიტიური დინამიკა აქვს“. არადა, გვახსოვს ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები თავად შეაჩერა.
თქვენი შეფასებით, ახალ პოლიტიკურ სეზონზე, სავარაუდოდ, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა?
- მიუხედავად იმისა, რაც ვახსენე, ვგულისხმობ კობახიძის უკრაინელების მიმართ ვიდეომიმართვას, არის მხოლოდ ილუზიების შექმნის მცდელობა.
თავის დროზე, როცა ივანიშვილმა ანტიევროპული კურსის გატარება დაიწყო, მაშინ მას შეეძლო მოწყვეტოდა რუსეთს და ევროპასთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ეზრუნა, მაგრამ, დღეს მას ევროპელებთან დალაგების შანსი ნაკლებად აქვს.
თუმცა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ისევე როგორ ქვეყნის წინა ორმა პრეზიდენტმა, ივანიშვილმაც, შესაძლოა, მოითხოვოს გარანტიები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან.
მაგრამ, ჯერჯერობით ასე ჩანს - ქვეყნის საგარეო კურსი დარჩება უცვლელი, თავისი არსით ანტიევროპული, პრორუსულს ვერ დავარქმევთ, მაგრამ, ძალია საინტერესოდ და უცნაურადაც კი დაიწყო ხელისუფლებამ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით დისკურსის შემოტანა და განცხადებების კეთება.
ქვეყნის საგარეო კურსი დარჩება უცვლელი, თავისი არსით ანტიევროპული, პრორუსულს ვერ დავარქმევთ, მაგრამ, ძალიან საინტერესოდ და უცნაურადაც კი დაიწყო ხელისუფლებამ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით დისკურსის შემოტანა და განცხადებების კეთება-რადგან „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას შევეხეთ, გვერდს ვერ ავუვლით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გეორგიოვსკის ტრაქტატზე, რუსეთზე, როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანაზე გახშირებულ განცხადებებსა და მსჯელობას.
პრეზიდენტი პუტინი და კრემლს დაქვემდებარებული პროპაგანდა აღარ ფარავს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ არა მარტო გამოფიტვის, არამედ იმ უკრაინელების განადგურების ომს აწარმოებს, ვინც კრემლის მოთხოვნას დანებდნენ არ ექვემდებარებიან.
საპარლამენტო არჩევნების წინ „ერთიანი რუსეთის“ სახეები უკრაინელებს მოუწოდებენ ხელები აწიონ და ჩაბარდნენ რუსულ შეიარაღებულ ძალებს.
ვითარებაში, როცა რუსეთი ერთმორწმუნე და მათ ნათესავ სლავებს ანადგურებს, საქართველოში პუტინის რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი -2 -ის მსგავს შეთანხმებაზე საუბრობენ.
ბოლო პერიოდში რუსეთზე დადებით კონტექსტში საუბარი სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?
- მიდის საზოგადოების იდეოლოგიური დამუშავება. საუბრობენ იმაზე რომ გეორგიევსკის ტრაქტატი არც ისე ცუდი იყო. ყველაზე საინტერესო ისაა, იმასაც ვერ ამბობენ რომ თუ ტრაქტატი კარგი იყო, მაშინ რატომ დაარღვია რუსეთმა ტრაქტატით გათვალისწინებული პუნქტები?
ფაქტი ისაა, რომ რუსეთმა არ შეასრულა ტრაქტატით გათვალისწინებული პუნქტები. ხელისუფლებიდან არავინ არ ლაპარაკობს იმაზე რომ ამ ტრაქტატს ჰყავდა მოწინააღმდეგეები. რაც იმაზე მეტყველებს რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებამ არჩევანი პრორუსული განწყობების სასარგებლოდ გააკეთოს.
ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებამ არჩევანი პრორუსული განწყობების სასარგებლოდ გააკეთოსამას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები საგარეო კონტურზე. თუ რუსეთს უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში წარმატებები ექნება, მაშინ ჩვენ რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდებით.
თუ რუსეთს უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში წარმატებები ექნება, მაშინ ჩვენ რუსეთის ორბიტაზე აღმოვნჩდებითსაუბარი არაა, მხოლოდ დსთ-ს წევრობაზე. მოსკოვსა და თბილისს შორის იმაზე უარესი ურთიერთობები იქნება, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია. საუბარი არ იქნება საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე, რადგან მთლიანად საქართველო აღმოჩნდება რუსული იმპერიის სატელიტი.
- მოდით ახლა შევეცადოთ ვისაუბროთ ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ვითარებაზე.
ხელისუფლებას დააანონსებული აქვს ბოლო არჩევნებზე ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების საკონსტიტუციო სასამართლოთი აკრძალვა. ფაქტია, რომ ოპოზიციური სპექტრი ვერ ახერხებს ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი გეგმის შემუშავებას და მოქმედებას.
ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ დაანონსებული ერთიანობაც მოკლევადიანი აღმოჩნდა. „ლელოს“ და გახარიას „საქართველოსათვის“, ოპოზიციურ ერთიანობაში მონაწილეობას არ აპირებენ.
ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის ინიციატივით „ნაცმოძრაობაშიც“ დაწყებული პროცესები, რომლის მიზანია სააკაშვილის გახდეს ერთიანი ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ, ეს რომ ძალიან რთულად რეალიზებადია მიზანია, არა მგონია ეს „ნაცმოძრაობაში“ არ ესმოდეთ.
როგორ პოლიტიკურ ფორმაში შეხვდნენ ოპოზიციური სპექტრის ძირითადი აქტორები წლევამდელ, ახალ პოლიტიკურ სეზონს?
- რაც შეეხება ოპოზიციას. საქართველოში არის იმის მზაობა რომ ხალხმა „ქართული ოცნება“ გაუშვან ხელისუფლებიდან. ამას დიდი კვლევა არ სჭირება. პრობლემა ისაა, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში?
ოპოზიციას დღეს არ აქვს იმის პრობლემა საზოგადოებას უნდა აუხსნას თუ რა ცუდია „ქართული ოცნება“, ეს ხალხმა ისედაც იცის, მაგრამ, მათ არ იციან რა იქნება, თუ „ქართული ოცნება“ შეიცვალა.
საქართველოში არის იმის მზაობა რომ ხალხმა „ქართული ოცნება“ გაუშვან ხელისუფლებიდან. ამას დიდი კვლევა არ სჭირება. პრობლემა ისაა, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში?სამწუხაროდ, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არ ენდობა ოპოზიციას. ამას ემატება, თავად ოპოზიციაში დაპირისპირებები, ურთიერთბრალდებები. როდესაც არჩევნები არ განიხილება პოლიტიკური ბრძოლის ერთ ერთ ფორმად, არასერიოზულია და შეიძლება ითქვას, უკვე დამარცხებული ხარ. პრობლემა თავად ოპოზიციაშია.
ჯერჯერობით, ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური ბრძოლის ისეთ ფორმაზე, რომელიც ეფექტური იქნება „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ვერც ჩამოყალიბდება. როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ, ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც.
განცხადებები, რომელიც კეთდება იგივე მესამე პრეზიდენტის მხრიდან ციხიდან, ვგულისხმობ იმას, რომ ის ციხიდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოვა, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა, უკვე ნიშნავს იმას რომ საზოგადოებრივი აზრი საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
ქვეყანაში ძალიან სერიოზული პროცესები მიდის. საქმე მარტივად არ არის, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი მხარდამჭერები. მათ შორის არიან ბიზნესწრეები, რომლებზეც ხელისუფლებას 100%-იანი კონტროლი აქვს.
- უკრაინა-რუსეთის ომის გამო ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ განცხადებებით იცლის. შეზღუდვები, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას დაუწესა, ჩვენს ხელისუფლებას დიდად არ ადარდებს, რადგან, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს.
რაც შეეხება აშშ-ს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, „აშშ-თან პოზიტიური დინამიკა გვაქვსო“, არც ის ჩანს, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამა თუ იმ რეგიონში დემოკრატია ადარდებდეს. ამის ნათელი მაგალითია არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში დემოკრატიის მიმართ ტრამპის დამოკიდებულება, არამედ ის, თუ როგორ მოექცა იგი ვენესუელაში მადუროს ოპოზიციას.
იმ მოცემულობაში, რომელშიც უწევს ქართულ ოპოზიციას საქმიანობა, ოპოზიციის საგარეო დღის წესრიგი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?
- ოპოზიციამ, ჯერ საშინაო დღის წესრიგი უნდა შექმნას. ოპოზიციამ ის უნდა იკვლიოს, სავარაუდოდ, რატომ არ აქვს მას ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის სრული ნდობა და რა არის ამის მიზეზი.
როდესაც ოპოზიცია ერთიანობაზე საუბრობს, მათ უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი ოპოზიციური მთელი სპექტრის ლიდერი ვერ იქნება. ეს „ნაცმოძრაობას“უნდა ესმოდეს. ვიდრე ოპოზიცია ქვეყნის შიგნით ვერ დალაგდება და საზოგადოებას მისთვის მოსაწონს არ შესთავაზებს, როგორც „ქართული ოცნების“ ალტერნატივას, მანამდე მან თავის საგრეო გეგმებზე ვერ ისაუბრებს.
თუმცა, მიუხედავად საშინაო პოლიტიკაში არსებული პრობლემებისა, ოპოზიციას საგარეო აქტიურობა საკმაოდ კარგად აქვს აწყობილი. ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოუბულმა ბოიკოტის პოლიტიკამ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად განაწყო ხელისუფლების წინააღმდეგ.
ჯერჯერობით, ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური ბრძოლის ისეთ ფორმაზე, რომელიც ეფექტური იქნება „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველადხელისუფლებას პრობლემები აქვს ამერიკასთან, მაგრამ, არც ისეთი მნიშვნელოვანი. ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენებსა და სენატორებში, „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მიმართ ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილი.
ვიმეორებ, ქართულ ოპოზიციას პრობლემები ქვეყნის შიგნით აქვს და არა ქვეყნის გარეთ. ქართულ ოპოზიციას პრობლემა აქვს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან. თუ ოპოზიცია ამ პრობლემას დაძლევს, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ დროის ამბავი იქნება.
სანამ ოპოზიცია თავის ამ უმთავრეს პრობლემას არ გადაწყვეტს, მას პრობლემები მუდმივად ექნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი