ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძის გადადგომის საკითხზე საკუთარ პოზიციას დღეს, რიგით მეხუთე წერილში, გაავრცელებს. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილი წერილების გამოქვეყნებას მომავალშიც გააგრძელებს და ახალ გზავნილში მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.
ადვოკატის თქმით, ყოფილმა პრემიერმა მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები და წაყენებული ბრალდებების მასშტაბი მოულოდნელად მიიჩნია. გელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი იმედგაცრუებულია და ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები გავრცელდა.