საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესია დღეს გახსნა - რაზე ისაუბრეს დეპუტატებმა - Palitra News

საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესია დღეს გახსნა - რაზე ისაუბრეს დეპუტატებმა

2026-09-01 15:43:42+04:00

საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესია დღეს გახსნა. მის დაწყებამდე, გუშინ, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებს წარმატებული მუშაობა უსურვა. მისივე თქმით, საშემოდგომო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვა იგეგმება. დეპუტატები უკვე გამოვიდნენ პოლიტიკური განცხადებებით - მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს.