მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა - რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში - Palitra News

მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა - რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში

2026-09-01 15:47:47+04:00

მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება პოლიტიკური ძალების განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მდინარაძეს მომავალში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხე დაემუქროს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინტერესებზე მეტად პარტიულ ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას. ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლება არ იზიარებს და მათ უარყოფს.