ადვოკატი - ელისო კილაძე გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას - მტკიცებულებები შენახული აქვს, მათ შორის, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით - Palitra News

ადვოკატი - ელისო კილაძე გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას - მტკიცებულებები შენახული აქვს, მათ შორის, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით

2026-09-01 16:31:13+04:00

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას - მას მტკიცებულებები შენახული აქვს, მათ შორის, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატმა, ნათია კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ელისო კილაძე ყველას მხილებას დაიწყებს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ელისო კილაძემ მამუკა მდინარაძეზე გააკეთა განცხადება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო საფუძველი რომ ელისო კილაძე დაეკავებინათ იმ ფორმით, რა ფორმითაც დააკავეს. ეს იყო მამუკა მდინარაძის შეკვეთა, რომელიც შესრულდა, თუმცა, ბოლომდე ვერ შეასრულეს, რადგან ის პოლიტიკას ჩამოსცილდა.

ელისო კილაძეს მტკიცებულებები აქვს თუნდაც იმ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, შენახული აქვს. იგი გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას მტკიცებულებებით და არა ისე, როგორც მდინარაძემ გააკეთა თუნდაც, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვა პირთა მიმართ, ის სიბინძურეები, რაც მან იკადრა. ელისო კილაძე ყველას მხილებას დაიწყებს აღნიშნულ თემასა და ბრალდებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კოტრიკაძემ.