გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სიონი, სტეფანწმინდა, ფანშეტი, ცდო და მიმდებარე სოფლებში; 15:40-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭილურტი, პეტრიანი, ციხისუბანი, ციგრიაანი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.