ბათუმში, ზღვაში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს - Palitra News

ბათუმში, ზღვაში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს

2026-09-01 19:57:56+04:00

ბათუმში, ზღვაში მაშველებმა შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

არსებული ინფორმაციით, ქალი ზღვაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.