ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის საკითხზე საკუთარ პოზიციას დღეს, რიგით მეხუთე წერილში, გაავრცელებს. ამის შესახებ მისი ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი წერილების გამოქვეყნებას მომავალშიც გააგრძელებს და ამჯერად უკვე ახალ გზავნილში მდინარაძის გადაწყვეტილებასაც შეეხება. ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები გავრცელდა.