როგორია ხელისუფლების ოპონენტების და მთავრობის წარმომადგენლების შეფასებები მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის საკითხზე - Palitra News

როგორია ხელისუფლების ოპონენტების და მთავრობის წარმომადგენლების შეფასებები მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის საკითხზე

2026-09-01 19:34:02+04:00

მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მას მომავალში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხე დაემუქროს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მდინარაძის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. ხელისუფლება ოპოზიციის შეფასებებს არ იზიარებს და მათ უსაფუძვლოდ მიიჩნევს.