დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოზე გაირკვა, რომ ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. პროკურატურა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების რისკებზე მიუთითებს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და ვალერია კირლიუკმა გუდაძისგან მიღებული მეთადონი მოიხმარეს. ბოჭორიშვილი კი სახლში გამომშრალ მარიხუანას კანონსაწინააღმდეგოდ ინახავდა.