რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, პირველი სექტემბრიდან თბილისში გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ახალი სქემით, რამდენიმე ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება და თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მისასვლელად ორი ძირითადი მიმართულება იმოქმედებს. კალაძის განცხადებით, გამზირის რეაბილიტაციის გამო მოსახლეობას დროებითი დისკომფორტის ატანა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ სამუშაოებისას ტერიტორიაზე სავარაუდოდ მე-10 და მე-11 საუკუნეებით დათარიღებული კერამიკული არტეფაქტები, აგურის წყობები და ნაგებობების საძირკვლებიც აღმოაჩინეს.