სკოლის ფორმების გაყიდვა დაიწყო და მშობლები მათ შეძენას 14 სექტემბრამდე შეძლებენ - Palitra News

სკოლის ფორმების გაყიდვა დაიწყო და მშობლები მათ შეძენას 14 სექტემბრამდე შეძლებენ

2026-09-01 19:45:09+04:00

სკოლის ფორმების გაყიდვა დაიწყო და მშობლები მათ შეძენას 14 სექტემბრამდე შეძლებენ - ფორმის ღირებულება 95 ლარი იქნება. 65 000-ზე ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებში მცხოვრები მოსწავლეები ფორმას უფასოდ მიიღებენ. ამასთანავე, შეღავათი ვრცელდება ასევე შესაბამის კატეგორიებში შემავალ მრავალშვილიან ოჯახებზე, მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართულ ბავშვებზე, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებსა და თბილისის ბავშვთა სახლში მცხოვრებ მოსწავლეებზე. ასევე ფორმა უფასო იქნება უკრაინიდან ომის გამო ჩამოსული მოსწავლეებისთვისაც.