თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს - Palitra News

თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს

2026-09-01 21:13:52+04:00

თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკის პროცესს ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრება.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველები ბინაში იარაღს ეძებენ.

მანამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკეს, სადაც ასევე ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ.

„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.