საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველი ცოტახნისწინ შევიდა. ომბუდსმენს ირაკლი ღარიბაშვილის მონახულებისკენ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა მოუწოდა, ადვოკატის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის უფლებები ირღვევა, რაც სახალხო დამცველის მიერ უნდა გადამოწმდეს.