ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. სასამართლომ მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე 48 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს. ელიზბარაშვილს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მის საცხოვრებელ სახლსა და მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები გუშინ ჩატარდა. ჩხრეკის მიზეზი მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაა.