საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა. სწავლების ფარგლებში მონაწილე უწყებებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეალურ გარემოში ემუშავათ სამი სხვადასხვა სცენარით განვითარებულ ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე, პრაქტიკაში გამოეცადათ არსებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და გამოევლინათ კონკრეტული ხარვეზები ინციდენტებზე რეაგირებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის პროცესში. მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, მცხეთაში ჩატარდება კიდევ ერთი სიმულაციური სწავლება, რომელიც მოიცავს მასობრივი თავშეყრის ადგილებში ქიმიურ და ფეთქებად ნივთიერებებზე რეაგირების პრაქტიკულ მომზადებას.