აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება კვლავ მწვავდება. ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები განახორციელა, რასაც თეირანის საპასუხო სარაკეტო და დრონებით შეტევები მოჰყვა ამერიკულ ობიექტებზე რეგიონში. მხარეებს შორის სამხედრო ესკალაცია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციისა და ნავთობის გლობალური მიწოდების რისკებსაც ზრდის. ამ ფონზე, კონფლიქტში მყოფი მხარეები განცხადებებს ავრცელებენ.