სახალხო დამცველმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ომბუდსმენმა განმარტა, რომ საუბარი ციხიდან გამოგზავნილ წერილებს არ შეხებია. ლევან იოსელიანის თქმით, ღარიბაშვილთან ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. იოსელიანი ამბობს, რომ წახალისების სახით ჩანიშნული პაემანი, პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს. მათი თქმით, ექსპრემიერის ლიმიტები პაემნებთან დაკავშირებით სრულადაა ამოწურული. პაემნებთან დაკავშირებით გამოთქმული უკმაყოფილება ერთადერთი არ არის, ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ერთი თვეა, ციხიდან პოლიტიკური შინაარსის გზავნილებს ავრცელებს, რასაც კვლავ აქტიურად აფასებენ მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში.