ელიზბარაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათში ელოდებიან - რას ედავებიან თამაზ ელიზბარაშვილს - Palitra News

ელიზბარაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათში ელოდებიან - რას ედავებიან თამაზ ელიზბარაშვილს

2026-09-02 15:05:49+04:00

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილის სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. ელიზბარაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. სასამართლომ მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე 48 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს. ელიზბარაშვილს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.