საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კვლავ გაერთიანების შესახებ პაკეტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს - Palitra News

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კვლავ გაერთიანების შესახებ პაკეტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს

2026-09-02 15:07:34+04:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კვლავ გაერთიანების შესახებ პაკეტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მთავრობამ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი უკან გაიწვია, რადგან ის არ იძლეოდა საშუალებას, რომ ცვლილებები ახალი ინიციატივისთვის მოერგოთ. ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მამუკა მდინარაძემ, ოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. სწორედ სექტემბერში იგეგმებოდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა, რა თანამდებობაც სწორედ მდინარაძეს უნდა დაეკავებინა.