ბათუმში, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე, სადაც ახალი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, ადგილობრივი მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მიმდინარე მშენებლობა მეზობელ საცხოვრებელ კორპუსს საფრთხეს უქმნის, რის გამოც სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ. როგორც შეკრებილები განმარტავენ, დღევანდელი პროტესტი სამშენებლო მოედნის მონაკვეთის ჩამოშლამ გამოიწვია. მათივე თქმით, მოსახლეობა მშენებლობას მანამდეც აპროტესტებდა, რადგან მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაიბზარა. აქციის მონაწილეები ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას და საკითხით დაინტერესებას ითხოვენ